5 დღე/4 ღამე

დღე 1:

ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შეხვედრა გიდთან. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში.

დღე 2: თბილისი-მცხეთა

სასტუმროში საუზმის შემდეგ მოვაწყობთ ექსკურსიას თბილისში და დავათვალიერებთ ისეთ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა: ძველი თბილისი, მეიდანი, გოგირდის აბანოები, მეტეხი (XIII ს), სამების საკათედრო ტაძარი, ანჩისხატი (VI ს), სიონი (XVII ს), ნარიყალას ციხე (IV ს) და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გავემგზავრებით მცხეთაში. მოვინახულებთ ჯვარს, VI საუკუნის ტაძარს და მონასტერს. ასევე სვეტიცხოველს – XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს, რომელიც ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე შემორჩენილთა შორის. ვახშამი გვექნება რესტორან „სალობიეში“. ღამისთევა თბილისში.

 

დღე 3: თბილისი-ყაზბეგი-დარიალი

საუზმე. გამგზავრება ყაზბეგში. გზაზე შევივლით ანანურში – გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, რომელთაგან მთავარი XVII საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ეკლესიაა. იშლება ულამაზესი ხედი ჟინვალის წყალსაცავზე. ყაზბეგში ჩასვლისთანავე გვექნება ლანჩი, რომლის შემდეგ მოვინახულებთ გერგეტის სამების ეკლესიას. ეს ტაძარი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის წვერზე მდებარეობს, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება კავკასიონზე. გადავალთ დარიალის ხეობაში და დავათალიერებთ მთავარანგელოზის სახელობის სამონასტრო კომპლექსს. დაბრუნება თბილისში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 4: თბილისი-დავითგარეჯი-სიღნაღი

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით კახეთში, ღვინის სამშობლოში. მოვინახულებთ დავითგარეჯის მონასტერს, რომელიც წარმოადგენს  VI საუკუნეში დაარსებულ სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსს და ფეოდალური საქართელოს რელიგიურ-კულტურულ ცენტრს. გავემგზავრებით ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, რომელიც გადმოცემის თანახმად წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილზეა აგებული. მოვინახულებთ სიღნაღს, სიყვარულის ქალაქს, სადაც გვექნება დრო განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. ვახშმობა სიღნაღში, სადაც გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ კახური ღვინო და ადგილობრივი სამზარეულო. ღამისთევა თბილისში.

 

დღე 5:

საუზმის შემდეგ თავისუფალი დღე. ტრანსფერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გამგზავრება სამშობლოში.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება;
  • სასტუმროში განთავსება;
  • გიდის მომსახურება;
  • სასმლელი წყალი.

 

ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები;
  • მოგზაურობის დაზღვევა;
  • კვება.

Tbilisi

Mtskheta

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating