14 დღე/13 ღამე

Arrival in Tbilisi international airport, our company representative will meet you at the airport, transfer and accommodation to the hotel.

 

დღე 1: თბილისი

ჩამოსვლა თბილისში. შეხვედრა კომპანიის წარმომადგენელთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში. თბილისის ღირსშესანიშნაობების დათალიერება, როგორიცაა: ძველი თბილისი, მეიდანი, გოგირდის აბანოები, მეტეხი (XIII ს), სამების საკათედრო ტაძარი, ანჩისხატი (VI ს), სიონი (XVII ს), ნარიყალას ციხე (IV ს) და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.

 

 

დღე 2: თბილისი-მცხეთა-გორი-უფლისციხე

საუზმის შემდეგ მივემგზავრებით მცხეთაში – საქართველოს ძველ დედაქალაში. ის ქალაქ-მუზეუმად არის გამოცხადებული და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოვინახულებთ ჯვარს, VI საუკუნის ტაძარს და მონასტერს. ასევე სვეტიცხოველს – XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს, რომელიც ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე შემორჩენილთა შორის. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი. ლანჩი მცხეთაში, რომლის შემდეგ გავემგზავრებით გორში. აქ მოვინახულებთ საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს, სადაც ინახება 60 000-მდე ექსპონატი. მუზეუმში ასევე  დაცულია სტალინის პირადი ნივთები. გავემგზავრებით უფლისციხეში. ეს არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. დღესდღეობით შემორჩენილია 150 გამოქვაბული. აქვეა წმინდა გიორგის სახელობის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა. საღამოს ვბრუნდებით თბილისში. ვახშამი და ღამისთევა თბილისში.

 

 

დღე 3: თბილისი-ყაზბეგი

საუზმე. გამგზავრება ყაზბეგში. გზაზე შევივლით ანანურში – გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, რომელთაგან მთავარი XVII საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ეკლესიაა. იშლება ულამაზესი ხედი ჟინვალის წყალსაცავზე. ყაზბეგში ჩასვლისთანავე გვექნება ლანჩი, რომლის შემდეგ მოვინახულებთ გერგეტის სამების ეკლესიას. ეს ტაძარი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის წვერზე მდებარეობს, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება კავკასიონზე. გადავალთ დარიალის ხეობაში და დავათალიერებთ მთავარანგელოზის სახელობის სამონასტრო კომპლექსს. დაბრუნება თბილისში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.

 

 

დღე 4: თბილისი-დავითგარეჯი-სიღნაღი

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით კახეთში, ღვინის სამშობლოში. მოვინახულებთ დავითგარეჯის მონასტერს, რომელიც წარმოადგენს  VI საუკუნეში დაარსებულ სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსს და ფეოდალური საქართელოს რელიგიურ-კულტურულ ცენტრს. გავემგზავრებით ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, რომელიც გადმოცემის თანახმად წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილზეა აგებული. ლანჩის შემდეგ მოვინახულებთ სიღნაღს, სიყვარულის ქალაქს, სადაც გვექნება დრო განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. ვახშმობა და ღამის თევა სიღნაღში.

 

 

დღე 5: სიღნაღი-გრემი-ნეკრესი-წინანდალი

საუზმის შემდეგ მივემგზავრებით ყვარელში. მოვინახულებთ გრემს (XVI ს.), რომელიც ფეოდალური ხანის კახეთის სავაჭრო ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა და ნეკრესს – სამონასტრო კომპლექსს, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, მათ შორის IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკას, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან. გავემგზავრებით წინანდალის მოსანახულებლად, სადაც მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. აქ ვნახავთ ჭავჭავაძეების სასახლეს, XIX საუკუნის უნიკალურ ღვინის მარანს და წინანდლის ბაღს, რომელიც გამორჩეულია დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული ეგზოტიკური ჯიშების მცენარეთა სიმრავლით. ვახშმობა და ღამისთევა თბილისში.

 

 

დღე 6: თბილისი-ვარძია-ბორჯომი

საუზმე. გამგზავრება ვარძიაში (XII-XII სს) – კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, სადაც განლაგებულია 365 გამოქვაბული ოთახი და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სადაც ინახება საქართველოს მეფეების – გიორგი  III-ისა და თამარის უნიკალური ფრესკები. ექსკურსიის შემდეგ გავემგზავრებით ბორჯომში.  Borjomis tyali da parki მოვინახულებთ ტიმოთესუბნის მონასტერს, რომელიც XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. აქვე შეგვიძლია ვნახოთ მიუვალ კლდეში ნაკვეთი სახლები, რომლებიც სავარაუდოდ შუა საუკუნეებშია აგებული. ??????? ლანჩი ბორჯომის რესტორანში, რომლის შემდეგ მოვინახულებთ რომანოვების სასახლეს likanSi. შენობა XIX საუკუნით თარიღდება და ცნობილია, როგორც მიხეილ რომანოვის ვაჟის, ნიკოლოზის საზაფხულო რეზიდენცია. ვნახავთ ბორჯომის პარკს, სადაც გექნებათ საშუალება გასინჯოთ ბორჯომის ცნობილი მინერალური წყალი და დარჩენილი საღამო სასიამოვნოდ გაატაროთ. ვახშამი და ღამისთევა ბორჯომში.

 

დღე 7: ბორჯომი-ქუთაისი

საუზმე. გამგზავრება ქუთაისში. აქ მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს, რომელიც აშენდა X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში. ტაძარი იყო ქართველი მეფეების კურთხევისა და მათი გარდაცვალების შემდეგ განსასვენებელი ადგილი. აქ დაკრძალულია ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი I.  ასევე ვნახავთ გელათის მონასტერს, ხუროთმოძღვრულ ანსამბლს, რომელშიც XII-XIII საუკუნეების დროინდელი შენობებია გაერთიანებული. დაარსდა 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. ტაძარს ამშვენებს უნიკალური მოხატულობა, მათ შორის დავითის ფრესკული გამოსახულება. გელათში მდებარეობს მისი საფლავიც. აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე. ლანჩის შემდეგ მოვინახულებთ მოწამეთას – სამონასტრო ანსამბლს, რომელიც გელათთან  ახლოს მდებარეობს. ტაძარს საოცარი ადგილმდებარეობა გააჩნია. აქ არის დასვენებული სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. ვახშამი და ღამისთევა ქუთაისში.

 

 

დღე 8: ქუთაისი-პრომეთეს მღვიმე-ოკაცეს კანიონი

საუზმის შემდეგ მოვინახულებთ პრომეთეს მღვიმეს, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქ აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომელთაგან თითოეული ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. მდიდარია ისეთი სახის წარმონაქმნებით, როგორებიცაა: სქალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, მიწისქვეშა მდინარეები და ტბები. ტურისტული მარშრუტის სიგრძე 1060 მეტრია. მღვიმე კეთილმოწყობილია. არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ. მღვიმის დათვალიერების შემდეგ გვექნება ლანჩი და გავემგზავრებით ოკაცეს კანიონზე – ეს ბუნებრივი ძეგლი მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. კლდეზე გამავალი საფეხმავლო ხიდებიდან იშლება ულამაზესი ხედები. მთავარი ღირსშესანიშნაობა სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქერების ნაკადია. ექსკურსიის შემდეგ დავბრუნდებით ქუთაისში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.

 

 

დღე 9: ქუთაისი-მარტვილის კანიონი-ზუგდიდი

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება სამეგრელოში, სადაც მოვინახულებთ  მარტვილის ულამაზეს კანიონს. ბუნების ძეგლი წარმოადგენს კანიონისებურად გაჭრილ ხეობას, რომლის სიგრძე 2400 მეტრია. ხეობაში შესაძლებელია ნავით გასეირნება. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა „დადიანების საბანაო“. აქ ჩასასვლელად ბილიკი კირქვისგან აშენებულ დიდ კიბეს ჩაუყვება.

 

შემდეგ გავემგზავრებით ზუგდიდში, lanchi zugdidi, სადაც დავათვალიერებთ დადიანების სასახლეს. აქ ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები. სასახლის ირგვლივ მდებარეობს დადიანების მიერ გაშენებული ტყე-პარკი, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი მცენარეების უნიკალური ჯიშები ხარობს. საღამოს ვახშამი და ღამისთევა ზუგდიდში.

 

დღე 10: ზუგდიდი-მესტია

საუზმის შემდეგ მივემგზავრებით სვანეთში, ვესტუმრებით მესტიას, სადაც მოვინახულებთ ლაღამის ტაძარს (IX ს), რომელშიც შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები. აქვეა დაცული მაცხოვრის XIII საუკუნის ხატი. ასევე ლატალის მაცხოვრის სახელობის ეკლესიას, აგებულს X საუკუნეში. მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმს და სვანურ კოშკებს. ვახშამი მესტიაში, სადაც დააგემოვნებთ ადგილობრივ სამზარეულოს. ღამისთევა მესტიაში.

 

 

დღე 11: უშგული

საუზმე. გამგზავრება უშგულში, რომელიც ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. აქ დავათვალიერებთ ლამარიას კომპლექსს, რომელიც X საუკუნეში აშენდა. უშგულის მუზეუმს და სოფელ ჩაჟაშს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ექსკურსიის შემდეგ ჩამოვალთ მესტიაში, სადაც გაიმართება ვახშამი ადგილობრივი კერძებით და სასმელით. ღამისთევა მესტიაში.

 

 

დღე 12: მესტია-ბათუმი

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ბათუმში. მოვინახულებთ ბათუმის ხელოვნების მუზეუმს, რომელიც თანამედროვე ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. მუზეუმში ინახება ექსპონატების სოლიდური კოლექცია, მათ შორის ქართველ მხატვართა ნამუშევრები. აქვეა განთავსებული ევროპული და რუსული ხელოვნების განყოფილება, რომელშიც XIX-XX საუკუნეების ხელოვანთა ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრება გამოფენილი. დავათალიერებთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ბაღში გაშენებულია იაპონური, ჩინური, ავსტრალიური, ახალი ზელადნიის, ამერიკული და ევროპული განყოფილებები. ასევე აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების, ჰიმალაისა და ტროპიკული მთების განყოფილება. აქ გექნებათ შესაძლებლობა ნახოთ მცენარეთა 5000-ზე მეტი, უნიკალური სახეობა. თავისუფალი დრო. ღამისთევა ბათუმში.

 

 

დღე 13:

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე. დასვენება ზღვის სანაპიროზე. საღამოს გამოსამშვიდობებელი ბანკეტი რესტორანში. ღამისთევა ბათუმში.

 

 

დღე 14: თბილისი

საუზმის შემდეგ ვბრუნდებით თბილისში. აქ გექნებათ თავისუფალი დღე. საღამოს ტრანსფერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოდან გამგზავრება.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება;
  • სასტუმროში განთავსება;
  • გიდის მომსახურება;
  • სასმლელი წყალი.

 

ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები;
  • მოგზაურობის დაზღვევა;
  • კვება.

 

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating