8 დღე/7 ღამე

დღე 1: თბილისი

ჩამოსვლა თბილისში. შეხვედრა გიდთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში.

 

დღე 2: თბილისი-თუშეთი-თელავი

საუზმე. გამგზავრება თუშეთში. მოვინახულებთ ომალოს, დართლოს და კესელოს ციხე-სიმაგრეებს. ცოტა ხნით გავჩერდებით ომალოში, სადაც დააგემოვნებთ ადგილობრივ სამზარეულოს. თუშეთიდან ჩავალთ თელავში. მოვინახულებთ ალავერდს, რომელიც VI საუკუნეში დაარსდა. სამონასტრო კომპელქსში რამდენიმე შენობაა გაერთიანებული. ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლეს წარმოადგენს. ექსკურსიის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში. ვახშამი და ღამისთევა თბილისში.

 

დღე 3: თბილისი-ანანური-ყაზბეგი

საუზმე. გამგზავრება ანანურში – გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, რომელთაგან მთავარი XVII საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ეკლესიაა. იშლება ულამაზესი ხედი ჟინვალის წყალსაცავზე. წავალთ ყაზბეგში, აქვე გვექნება ლანჩი, რომლის შემდეგ მოვინახულებთ გერგეტის სამების ეკლესიას. ეს ტაძარი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის წვერზე მდებარეობს, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება კავკასიონზე. დაბრუნება თბილისში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 4: თბილისი-რაჭა

საუზმე. გამგზავრება რაჭის მიმართულებით. მოვინახულებთ შაორის ტბას და შემდეგ ნიკორწმინდას, ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრს, რომელიც XI საუკუნის დასაწყისშია აგებული. ასევე ვნახავთ საყინულის მღვიმეს. გასვლა ბარაკონში, მოვინახულებთ ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან უკანასკნელ ძეგლს რაჭაში. დავათვალიერებთ ხოტევის მთავარანგელოზის ტაძარს, რომელიც ხოტევის ციხეს გადაჰყურებს და საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ხეობაზე. ვახშამი და ღამისთევა ამბროლაურში, საოჯახო ტიპის სასტუმროში.

 

დღე 5: რაჭა-მესტია

საუზმის შემდეგ მივემგზავრებით სვანეთში, ვესტუმრებით მესტიას, სადაც მოვინახულებთ ლაღამის ტაძარს (IX ს), რომელშიც შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები. აქვეა დაცული მაცხოვრის XIII საუკუნის ხატი. ასევე ლატალის მაცხოვრის სახელობის ეკლესიას, აგებულს X საუკუნეში. მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმს და სვანურ კოშკებს. ვახშამი მესტიაში, სადაც დააგემოვნებთ ადგილობრივ სამზარეულოს. ღამისთევა მესტიაში.

 

დღე 6: მესტია-უშგული

საუზმე. გამგზავრება უშგულში, რომელიც ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. აქ დავათვალიერებთ ლამარიას კომპლექსს, რომელიც X საუკუნეში აშენდა. უშგულის მუზეუმს და სოფელ ჩაჟაშს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ექსკურსიის შემდეგ ჩამოვალთ მესტიაში, სადაც გაიმართება ვახშამი ადგილობრივი კერძებით და სასმელით. ღამისთევა მესტიაში.

 

დღე 7: სვანეთი-თბილისი

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით თბილისში. თავისუფალი დღე. საღამოს გამოსამშვიდობებელი ვახშამი. ღამისთევა თბილისში.

 

დღე 8:

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. სამშობლოში დაბრუნება.

 

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება;
  • სასტუმროში განთავსება;
  • გიდის მომსახურება;
  • სასმლელი წყალი.

 

ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები;
  • მოგზაურობის დაზღვევა;
  • კვება.

Tour Reviews

There are no reviews yet.

Leave a Review

Rating