5 დღე/4 ღამე
დღე 1: თბილისი
ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შეხვედრა კომპანიის წარმომადგენელთან. ექსკურსიის მოწყობა თბილისის მასშტაბით. მოსანახულებელ ღირსშესანიშნაობათა სიაში შედის: სამება, რომელიც არის მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში. სიონი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აქ ინახება სიონის ღვთისმშობლის ხატი, ასევე საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის უდიდესი სიწმინდე – წმ.ნინოს ჯვარი. საბაგირო გზით ავალთ ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია და ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მოვინახულებთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მრავალფეროვანი კოლექციები. ბუნებაში გასეირნების შემდეგ მოვინახულებთ ძველ თბილისს, აბანოთუბანის ტერიტორიას. გვექნება ვახშამი ტრადიციული ქართული კერძებით, სასმელითა და მუსიკით. ღამისთევა თბილისში.
დღე 2: თბილისი-შუამთა-თელავი
საუზმის შემდეგ მივემგზავრებით კახეთში (ღვინის სამშობლოში). მოვინახულებთ ძველი შუამთის მონასტერს, სამონასტრო კომპლექსში შედის რამდენიმე ნაგებობა. შემდეგ ვნახავთ ახალი შუამთის მონასტერს, შუა საუკუნეების ძეგლს. შუამთის ორივე კომპლექსი ფოთლოვან ტყეში მდებარეობს, რაც მათ კიდევ უფრო მიმიდველს ხდის. მოვინახულებთ ალავერდს, რომელიც VI საუკუნეში დაარსდა. სამონასტრო კომპელქსში რამდენიმე შენობაა გაერთიანებული. ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლეს წარმოადგენს. ვეწვევით თელავის ღვინის მარანს, სადაც გექნებათ ქართული ღვინის დეგუსტაციის საშუალება. ამის შემდეგ ივახშმებთ და გაიცნობთ კახურ სამზარეულოს. ღამისთევა თელავში.
დღე 3: თელავი-წინანდალი-ნეკრესი-გრემი-ყვარელი
საუზმე. თელავიდან მივემგზავრებით წინანდალში, სადაც მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. აქ ვნახავთ ჭავჭავაძეების სასახლეს, XIX საუკუნის უნიკალურ ღვინის მარანს და წინანდლის ბაღს, რომელიც გამორჩეულია დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული ეგზოტიკური ჯიშების მცენარეთა სიმრავლით. შემდეგ მოვინახულებთ გრემს (XVI ს.), რომელიც ფეოდალური ხანის კახეთის სავაჭრო ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა და ნეკრესს – სამონასტრო კომპლექსს, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, მათ შორის IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკას, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან. ვეწვევით ე.წ. ყვარლის გვირაბს, რომელიც კლდეშია გამოტვიფრული და 7 კილომეტრი სიგრძისაა. აქ თქვენ გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ამის შემდეგ კი გვირაბის სიღრმიდან ლიფტის მეშვეობით ახვიდეთ გვირაბის ზედაპირზე, სადაც რესტორანი „საფერავი“-ა განთავსებული. საღამოს დავრუნდებით თბილისში. ღამისთევა თბილისში.
დღე 4: თბილისი-მცხეთა-მუხრანი
საუზმე. მივემგზავრებით საქართველოს ყოფილ დედაქალაქ მცხეთაში. მოვინახულებთ ჯვარს, VI საუკუნის ტაძარს და მონასტერს. ასევე სვეტიცხოველს – XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს, რომელიც ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე შემორჩენილთა შორის. ამის შემდეგ გავემგზავრებით სოფელ მუხრანში, ვეწვევით ღვინის ქარხანას – „შატო მუხრანს“, რომელიც ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლის ივანე მუხრანბატონის მამულში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ სასახლე, ბაღი, მარანი, დააგემოვნოთ ღვინო და ისიამოვნოთ ქართული კერძებით. ამის შემდეგ დავბრუდებით თბილისში. ღამისთევა თბილისში.
დღე 5:
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე. ტრანსფერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გამგზავრება საქართველოდან.
ტურის ღირებულებაში შედის:
- ტრანსპორტირება;
- სასტუმროში განთავსება;
- გიდის მომსახურება;
- სასმლელი წყალი.
Tour Reviews
There are no reviews yet.
Leave a Review