7 დღე/6 ღამე

დღე 1: თბილისი

ჩამოსვლა თბილისში. კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში.

 

დღე 2: თბილისი-მცხეთა-გორი-უფლისციხე

საუზმის შემდეგ მივემგზავრებით მცხეთაში – საქართველოს ძველ დედაქალაში. ის ქალაქ-მუზეუმად არის გამოცხადებული და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოვინახულებთ ჯვარს, VI საუკუნის ტაძარს და მონასტერს. ასევე სვეტიცხოველს – XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს, სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი. ლანჩი მცხეთაში, რომლის შემდეგ გავემგზავრებით გორში. აქ მოვინახულებთ საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს, სადაც ინახება 60 000-მდე ექსპონატი. მუზეუმში ასევე  დაცულია სტალინის პირადი ნივთები. გავემგზავრებით უფლისციხეში. ეს არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. დღესდღეობით შემორჩენილია 150 გამოქვაბული. აქვეა წმინდა გიორგის სახელობის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა. საღამოს ვბრუნდებით თბილისში. ვახშამი და ღამისთევა თბილისში.

 

დღე 3: თბილისი-ალავერდი-წინანდალი-თელავი

საუზმე. მივემგზავრებით კახეთში, ღვინის სამშობლოში. მოვინახულებთ ალავერდს, რომელიც VI საუკუნეში დაარსდა. სამონასტრო კომპელქსში რამდენიმე შენობაა გაერთიანებული. ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლეს წარმოადგენს. გავივლით იყალთოს აკადემიაში, რომელიც VI საუკუნეში აიგო და XI-XII საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. კომპლექსში გაერთიანებულია სამი ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. ლანჩი რესტორანში, სადაც დავაგემოვნებთ კახურ ღვინოს და ადგილობრივ კერძებს. ამის შემდეგ გავემგზავრებით წინანდალის მოსანახულებლად, სადაც მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. აქ ვნახავთ ჭავჭავაძეების სასახლეს, XIX საუკუნის უნიკალურ ღვინის მარანს და წინანდლის ბაღს, რომელიც გამორჩეულია დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული ეგზოტიკური ჯიშების მცენარეთა სიმრავლით. საღამოს თავისუფალი დრო. ვახშამი და ღამისთევა თელავში an shato mereshi.

 

დღე 4: თელავი-ნეკრესი-გრემი-სიღნაღი

საუზმის შემდეგ მივემგზავრებით ყვარელში. მოვინახულებთ გრემს (XVI ს.), რომელიც ფეოდალური ხანის კახეთის სავაჭრო ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა და ნეკრესს – სამონასტრო კომპლექსს, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, მათ შორის IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკას, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან. მოვინახულებთ ე.წ. ყვარლის გვირაბს, რომელიც 7 კილომეტრი სიგრძისაა. აქ თქვენ გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ამის შემდეგ კი ლიფტის მეშვეობით ახვიდეთ რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე, სადაც რესტორანი „საფერავი“-ა განთავსებული. ლანჩის შემდეგ მოვინახულებთ სიღნაღს, სიყვარულის ქალაქს, სადაც გვექნება დრო განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. საღამოს ვრუნდებით თბილისში. ვახშმობა და ღამის თევა თბილისში.

 

დღე 5: ბორჯომი-რაბათი-ვარძია

საუზმე. გამგზავრება ვარძიაში (XII-XII სს) – კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, სადაც განლაგებულია 365 გამოქვაბული ოთახი და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სადაც  საქართველოს მეფეების – გიორგი  III-ისა და თამარის უნიკალური ფრესკებია შემორჩენილი. მოვინახულებთ რაბათს, ისტორიულ ციხეს, რომელიც დღესდღეობით მთლიანადაა რესტავრირებული. არქიტექტურაში იგრძნობა სპარსული და თურქული კულტურული ელემენტების გავლენა. ვახშამი, ღამისთევა სასტუმროში თბილისში.

 

დღე 6: თბილისი-ანანური-ყაზბეგი

საუზმე. გამგზავრება ანანურში – გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, რომელთაგან მთავარი XVII საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ეკლესიაა. იშლება ულამაზესი ხედი ჟინვალის წყალსაცავზე. წავალთ ყაზბეგში, აქვე გვექნება ლანჩი, რომლის შემდეგ მოვინახულებთ გერგეტის სამების ეკლესიას. ეს ტაძარი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის წვერზე მდებარეობს, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება კავკასიონზე. დაბრუნება თბილისში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 7:

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო დედაქალაქში სასიამოვნო დროის გასატარებლად. ტრანსფერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გამგზავრება.

 

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება;
  • სასტუმროში განთავსება;
  • გიდის მომსახურება;
  • სასმლელი წყალი.

 

ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები;
  • მოგზაურობის დაზღვევა;
  • კვება.

Tour Reviews

5.00 based on 1 review
აგვისტო 21, 2015

Nec faucibus placerat ullamcorper parturient Tortor malesuada hendrerit placerat consectetuer senectus rutrum montes habitant feugiat habitant fusce ornare aptent class.

Leave a Review

Rating